https://sputnik-georgia.com/20220908/nasa-eyes-on-the-solar-system-270233577.html
ჩაიხედეთ პლანეტების წარსულსა და მომავალში: NASA-მ ახალი სერვისი აამოქმედა
ჩაიხედეთ პლანეტების წარსულსა და მომავალში: NASA-მ ახალი სერვისი აამოქმედა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აამოქმედა სერვისი, რომელიც მზის სისტემის თითოეული პლანეტის წარსულსა და მომავალს აჩვენებს... 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T14:05+0400
2022-09-08T14:05+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
nasa
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263160443_0:55:2001:1180_1920x0_80_0_0_91f6bedfe2fd954da1c330230b0a8786.png
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აამოქმედა სერვისი, რომელიც მზის სისტემის თითოეული პლანეტის წარსულსა და მომავალს აჩვენებს − 1950-დან 2050 წლამდე.საუბარია მზის სისტემის ინტერაქტიული რუკა Eyes on the Solar System-ის ახალ ვერსიაზე, რომელიც, გარდა პლანეტებისა, ასევე იძლევა მთვარის, ასტეროიდების, კომეტებისა და კოსმოსური ხომალდების შესწავლის საშუალებას ასწლიან პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუკა დაგეხმარებათ ჩაიხედოთ წარსულსა და მომავალში.ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საიტზე NASA's Eyes.იმისათვის, რომ თქვენთვის საინტერესო ობიექტის შესახებ მონაცემები იხილოთ, საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ ის, შემდეგ კი დრო „გადაახვიოთ“ − უკან ან წინ.ამასთან სერვისს, სხვა გაუმჯობესებულ ელემენებთან ერთად, დაემატა „ტელესკოპის რეჟიმი“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პლანეტაზე „დაშვებას“ და მისი ზედაპირიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვას შეძლებთ.აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიული რუკის პირველი ვერსია NASA-მ 2010 წელს გამოუშვა NASA's Eyes Visualisation-ის ცალკე დანართის სახით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263160443_176:0:1823:1235_1920x0_80_0_0_749762b495543c3734fb172ab8f104ed.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ აამოქმედა სერვისი, რომელიც მზის სისტემის თითოეული პლანეტის წარსულსა და მომავალს აჩვენებს − 1950-დან 2050 წლამდე.
საუბარია მზის სისტემის ინტერაქტიული რუკა Eyes on the Solar System-ის ახალ ვერსიაზე, რომელიც, გარდა პლანეტებისა, ასევე იძლევა მთვარის, ასტეროიდების, კომეტებისა და კოსმოსური ხომალდების შესწავლის საშუალებას ასწლიან პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუკა დაგეხმარებათ ჩაიხედოთ წარსულსა და მომავალში.
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საიტზე
NASA's Eyes.
იმისათვის, რომ თქვენთვის საინტერესო ობიექტის შესახებ მონაცემები იხილოთ, საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ ის, შემდეგ კი დრო „გადაახვიოთ“ − უკან ან წინ.
ამასთან სერვისს, სხვა გაუმჯობესებულ ელემენებთან ერთად, დაემატა „ტელესკოპის რეჟიმი“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პლანეტაზე „დაშვებას“ და მისი ზედაპირიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვას შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიული რუკის პირველი ვერსია NASA-მ 2010 წელს გამოუშვა NASA's Eyes Visualisation-ის ცალკე დანართის სახით.