https://sputnik-georgia.com/20220908/misustini-moskovis-ekonomikuri-forumi-270453294.html
მიშუსტინი: სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ შეარყია
მიშუსტინი: სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ შეარყია
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებმა ვერ შეარყიეს მისი ფინანსური სტაბილურობა, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ... 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T14:28+0400
2022-09-08T14:28+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთი
ეკონომიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249044577_0:225:3029:1929_1920x0_80_0_0_79b65b5df47cf4efb02c7b05fbe894c1.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებმა ვერ შეარყიეს მისი ფინანსური სტაბილურობა, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოსკოვის ფინანსურ ფორუმზე გამოსვლისას.ამის მიზეზად პრემიერმა „პრეზიდენტის მიერ მიღებული სწრაფი გადაწყვეტილებები“ დაასახელა.მისი თქმით, მთავრობამ და რუსეთის ბანკმა მოახერხა, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესზე „არამეგობრული ქმედებების უარყოფითი გავლენა“ მნიშვნელოვნად შერბილებულიყო.როგორც მიშუსტინმა აღნშნა, გატარდა ზომები კაპიტალის გადინების შესაჩერებლად, ბანკებისა და სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და რუბლის კურსის გასაძლიერებლად.მოსკოვის ფინანასური ფორუმი — ეს არის პლატფორმა პროფესიული დისკუსიისთვის, სადაც განიხილება ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყნის ფინანსური სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და რუსეთის მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის რეგულირების სფეროები.ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო და მოსკოვის მთავრობა.პირველად მოსკოვის ფინანსური ფორუმი 2016 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249044577_150:0:2879:2047_1920x0_80_0_0_2f64be624271ba539fd97ed357b37487.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
მიშუსტინი: სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ შეარყია
14:28 08.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებმა ვერ შეარყიეს მისი ფინანსური სტაბილურობა, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოსკოვის ფინანსურ ფორუმზე გამოსვლისას.
„ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა უპრეცედენტო სანქციები. მაგრამ მათმა ინიციატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს — ვერ შეარყიეს ჩვენი ფინანსური სტაბილურობა", — თქვა მან.
ამის მიზეზად პრემიერმა „პრეზიდენტის მიერ მიღებული სწრაფი გადაწყვეტილებები“ დაასახელა.
მისი თქმით, მთავრობამ და რუსეთის ბანკმა მოახერხა, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესზე „არამეგობრული ქმედებების უარყოფითი გავლენა“ მნიშვნელოვნად შერბილებულიყო.
როგორც მიშუსტინმა აღნშნა, გატარდა ზომები კაპიტალის გადინების შესაჩერებლად, ბანკებისა და სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და რუბლის კურსის გასაძლიერებლად.
მოსკოვის ფინანასური ფორუმი — ეს არის პლატფორმა პროფესიული დისკუსიისთვის, სადაც განიხილება ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყნის ფინანსური სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და რუსეთის მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის რეგულირების სფეროები.
ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო და მოსკოვის მთავრობა.
პირველად მოსკოვის ფინანსური ფორუმი 2016 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა.