მისტიკური ტესტი: ვინ და როგორი იყავით წინა ცხოვრებაში?

© Pexels / Pixabayკატა მთვარის ფონზე
კატა მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თუ სულთა გადასახლების, ანუ რეინკარნაციისა გჯერათ, მაშინ ეს მისტიკური ტესტი ძალიან დაგაინტერესებთ.
საქმე ისაა, რომ ამ ტესტით შეძლებთ შეიტყოთ, ვინ იყავით და რა თვისებები გახასიათებდათ წინა ცხოვრებაში.
ამისათვის საჭიროა დახედოთ სურათს და აირჩიოთ მთვარის ფაზა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.
© Pixabay / Syaibatulhamdiმთვარის ფაზები
მთვარის ფაზები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
მთვარის ფაზები
ყურადღება! ტესტის გავლამდე მაქსიმალურად მოდუნდით და არჩევანი მხოლოდ ასე გააკეთეთ.
მაშ ასე, თუ აირჩიეთ:
პირველი ფაზა − შესაძლოა წინა ცხოვრებაში თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვენით. დიდი ალბათობით, მხატვარი ან მოქანდაკე იყავით, ან, შესაძლოა, ეპიკურ პოემებს წერდით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ მხრივ დიდი პრობლემები გქონდათ, რადგან ხელოვნება მთელ დროს გართმევდათ.
მეორე ფაზა − წინა ცხოვრებაში მეცნიერი იყავით − კარგი მეცნიერი, რომელმაც ბევრი სასარგებლო აღმოჩენა გააკეთა. იმ ცხოვრებიდან ახალში კარგი ინტუიცია გადმოგყვათ, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ.
მესამე ფაზა − წინა ცხოვრებაში თქვენი საყვარელი საქმიანობა მოგზაურობა იყო. შესაძლოა, კოლუმბთან ან მარკო პოლოსთან ერთადაც კი გიმოგზაურიათ. სწორედ იქიდან გამოგყვათ ის თვისება, რომ ერთ ადგილზე ჯდომის უნარი არ გაქვთ. სწორედ ამიტომაც გიჭირთ საცხოვრებლად გარკვეული ადგილის პოვნა.
მეოთხე ფაზა − წინა ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ან დიდი ადამიანი არ ყოფილხართ. მაგრამ გქონდათ მშვენიერი ოჯახი, რომელიც თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აზრი იყო. ამიტომ ამჟამინდელ განსხეულებაშიც ოჯახურ ბედნიერებას უნდა მიუძღვნათ თავი.
მეხუთე ფაზა − წინა ცხოვრებაში ნამდვილად პოლიტიკოსი იქნებოდით, რადგან დიდი ამბიციები გქონდათ და ძალაუფლებისკენ ისწრაფოდით. ამიტომაც თუ ამ ცხოვრებაში ხანდახან თავს რომის იმპერატორად ან ევროპელ მეფედ წარმოიდგენთ ხოლმე, ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხაროდ, ახლა წარსულ სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ, მაგრამ შეგიძლიათ დეპუტატობა ან რომელიმე თანამდებობის დაკავება სცადოთ.
ყველა ახალი ამბავი
0