https://sputnik-georgia.com/20220908/kobaxize-samwuxaroa-rom-usaidis-egidit-absurduli-frazebi-iwereba-270257652.html
კობახიძე: „სამწუხაროა, რომ USAID-ს ეგიდით აბსურდული ფრაზები იწერება“
კობახიძე: „სამწუხაროა, რომ USAID-ს ეგიდით აბსურდული ფრაზები იწერება“
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში USAID-ის დოკუმენტი გააკრიტიკეს
2022-09-08T19:36+0400
2022-09-08T19:36+0400
2022-09-08T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137391_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_cb89a33b9ea0f06d05f4bc44abedcd50.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ანგარიშში აბსურდული ფრაზები წერია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის კომენტირებისას, რომელიც USAID-ს ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნდა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის შემდეგ საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეფასების საგანი და საფუძველი ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად, როგორიცაა მთავრობის კორუმპირებული წევრების აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.თავის ანგარიშში USAID ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებას, რომელსაც ეკა გიგაური ხელმძღვანელობს,„გიგაურის „ენჯეო“ ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოა“, მაგრამ მისი რეპუტაცია ვიცით და როცა მის ინფორმაციას ეყრდნობი, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“, – განაცხადა კობახიძემ.ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელია. აღნიშნული ორგანიზაციის შეფასების საფუძველზე USAID-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი, რამაც ქვეყანაში კლეპტოკრატია და კორუფცია გამოიწვია, არის ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან საიდუმლო ბიზნეს-გარიგებები, საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულება და კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137391_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_9fe5159320bf892dbb0c1b07f5743006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე usaid აბსურდული ფრაზები ანგარიში
ირაკლი კობახიძე usaid აბსურდული ფრაზები ანგარიში
კობახიძე: „სამწუხაროა, რომ USAID-ს ეგიდით აბსურდული ფრაზები იწერება“
19:36 08.09.2022 (განახლებულია: 21:56 08.09.2022) მმართველ პარტიაში USAID-ს დოკუმენტი გააკრიტიკეს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ანგარიშში აბსურდული ფრაზები წერია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის კომენტირებისას, რომელიც USAID-ს ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის შემდეგ საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეფასების საგანი და საფუძველი ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად, როგორიცაა მთავრობის კორუმპირებული წევრების აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„არის აბსურდული ჩანაწერები. როცა წინა ხელისუფლებას ხოტბას ასხამ, ხოლო (ამჟამინდელ) ხელისუფლებას აკრიტიკებ, ყველაფერი დღესავით ნათელია... სამწუხაროა, რომ USAID-ს ეგიდის ქვეშ იწერება ასეთი აბსურდული ფრაზები“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
თავის ანგარიშში USAID ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებას, რომელსაც ეკა გიგაური ხელმძღვანელობს,
„გიგაურის „ენჯეო“ ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოა“, მაგრამ მისი რეპუტაცია ვიცით და როცა მის ინფორმაციას ეყრდნობი, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“, – განაცხადა კობახიძემ.
ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელია. აღნიშნული ორგანიზაციის შეფასების საფუძველზე USAID-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი, რამაც ქვეყანაში კლეპტოკრატია და კორუფცია გამოიწვია, არის ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან საიდუმლო ბიზნეს-გარიგებები, საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულება და კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა.