https://sputnik-georgia.com/20220908/fexburtistvis-dabadebuli-ras-weren-xvica-kvaracxeliaze-evropasi-270261718.html
ფეხბურთისთვის დაბადებული - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპაში
ფეხბურთისთვის დაბადებული - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპაში
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა, განაცხადა ლინეკერმა.
2022-09-08T22:07+0400
2022-09-08T22:07+0400
2022-09-08T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270253237_0:683:2078:1852_1920x0_80_0_0_d5b598625c4a65e9cd12cc601b0532d2.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. იტალიის „ნაპოლის" ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში ინგლისის „ლივერპულთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის სასტარტო მატჩში სპორტული პრესისა და ევროპელი ექსპერტების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.სტატისტიკის თანახმად, 2007 წლიდან მოყოლებული „ნაპოლიში“ ჩემპიონატის სტარტზე ხუთ ტურში ოთხი გოლი არავის გაუტანია. ამას ემატება კვარაცხელიას ზუსტი საგოლე პასებიც, როცა მის პარტნიორებს გოლის გასატანად მხოლოდ „ფეხის დახვედრება" უწევთ. ერთ-ერთი ასეთი პასის ავტორი კვარა ოთხშაბათსაც გახდა.„ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში უკვე კვარადონა უწოდეს „ნაპოლის“ შემადგენლობაში ბობოქარი დებიუტისთვის“, – წერს The Guardian.„საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს „ნაპოლიმ“ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ბათუმის „დინამოდან“. ჭკვიანური სვლაა“, – დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.„ლივერპულთან“ მატჩამდე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაში დაინახა ინგლისელების მთავარი საფრთხე კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა.ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას „ევროპული ფეხბურთისთვის დაბადებული“ უწოდა.ქართველი ფეხბურთელი ივლისის დასაწყისში ნეაპოლში გაემგზავრა და შეუერთდა ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270253237_26:587:1709:1849_1920x0_80_0_0_ca2d601d003a91bdb1a0d2e832abd82e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპა ლინეკერი დელ პიერო
ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპა ლინეკერი დელ პიერო
ფეხბურთისთვის დაბადებული - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპაში
22:07 08.09.2022 (განახლებულია: 22:28 08.09.2022) ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა, განაცხადა ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. იტალიის „ნაპოლის" ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში ინგლისის „ლივერპულთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის სასტარტო მატჩში სპორტული პრესისა და ევროპელი ექსპერტების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
სტატისტიკის თანახმად, 2007 წლიდან მოყოლებული „ნაპოლიში“ ჩემპიონატის სტარტზე ხუთ ტურში ოთხი გოლი არავის გაუტანია. ამას ემატება კვარაცხელიას ზუსტი საგოლე პასებიც, როცა მის პარტნიორებს გოლის გასატანად მხოლოდ „ფეხის დახვედრება" უწევთ. ერთ-ერთი ასეთი პასის ავტორი კვარა ოთხშაბათსაც გახდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა", – განუცხადა ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა.
„ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში უკვე კვარადონა უწოდეს „ნაპოლის“ შემადგენლობაში ბობოქარი დებიუტისთვის“, – წერს The Guardian.
„ბრწყინვალე ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მოედანზე იყო. ის 45 წუთის განმავლობაში აწვალებდა ჯო გომესს, რომელიც ჟოელ მატიპმა შეცვალა“, – წერს The Sun.
„საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს „ნაპოლიმ“ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში ბათუმის „დინამოდან“. ჭკვიანური სვლაა“, – დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
„ლივერპულთან“ მატჩამდე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაში დაინახა ინგლისელების მთავარი საფრთხე კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა.
„ბევრს მის შესახებ არ სმენია, მაგრამ ის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს „ლივერპულისთვის“, – განუცხადა მან The Times-ს.
ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას „ევროპული ფეხბურთისთვის დაბადებული“ უწოდა.
„უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებად და ნიჭიერ ტალანტს – ის თითქოს ევროპაში სათამაშოდ დაიბადა“, – განაცხადა დელ პიერომ.
ქართველი ფეხბურთელი ივლისის დასაწყისში ნეაპოლში გაემგზავრა და შეუერთდა ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.