https://sputnik-georgia.com/20220908/es-mosamartleebis-uflebebis-darrvevaa-opozicia-cvlilebebs-sasamartlosi-gaasacivrebs-270260082.html
„ეს მოსამართლეების უფლებების დარღვევაა“ - ოპოზიცია ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს
„ეს მოსამართლეების უფლებების დარღვევაა“ - ოპოზიცია ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს
Sputnik საქართველო
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები 2021 წლის დეკემბერში მიიღო
2022-09-08T21:01+0400
2022-09-08T21:01+0400
2022-09-08T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:328:3057:2048_1920x0_80_0_0_39cf68fe4c1d0eeb15355715c300ad43.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.ცვლილებები 2021 წლის დეკემბერში მიიღეს. ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეებს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საჯარო დარღვევისთვის. გარდა ამისა, დაწესდა ახალი დისციპლინური სახდელი – დაქვეითება ხუთი წლით და გაგზავნა ტრენინგზე.მისი თქმით, კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აძლევს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეები და მათი მრჩეველი იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით: მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით, განაცხადა ნაცვლიშვილმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კანონში ცვლილებების მიღებას, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაინც უყარა კენჭი ამ ცვლილებებს.მოსამართლეთა ჯგუფმა და საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელებით ადრე სასამართლოს უკვე მიმართეს.„კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.სასამართლო რეფორმის განხორციელება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკვანძო პირობას წარმოადგენს.ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე შემცირდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715121_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1b172666fcdcee60f74a5f00a9ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსამართლეები უფლებები დარღვევა ოპოზიცია ცვლილებები სასამართლო სარჩელი
მოსამართლეები უფლებები დარღვევა ოპოზიცია ცვლილებები სასამართლო სარჩელი
„ეს მოსამართლეების უფლებების დარღვევაა“ - ოპოზიცია ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს
21:01 08.09.2022 (განახლებულია: 22:04 08.09.2022) პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები 2021 წლის დეკემბერში მიიღო.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.
ცვლილებები 2021 წლის დეკემბერში მიიღეს. ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეებს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საჯარო დარღვევისთვის. გარდა ამისა, დაწესდა ახალი დისციპლინური სახდელი – დაქვეითება ხუთი წლით და გაგზავნა ტრენინგზე.
„ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, რომ შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აძლევს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეები და მათი მრჩეველი იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით: მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით, განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კანონში ცვლილებების მიღებას, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაინც უყარა კენჭი ამ ცვლილებებს.
მოსამართლეთა ჯგუფმა და საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელებით ადრე სასამართლოს უკვე მიმართეს.
„კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სასამართლო რეფორმის განხორციელება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკვანძო პირობას წარმოადგენს.
ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე შემცირდა.