მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში? რა გადაწყვიტა ტრამპმა

© AP Photo / SEAN RAYFORDდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. შესაძლოა მალე გადავწყვიტო, მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ NDTV-სთან საუბრისას.

„ყველას უნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღო... გამოკითხვებში ლიდერი ვარ − ყველა გამოკითხვაში, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატებისა. ვფიქრობ, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ. მგონია, რომ ამით ბევრი ადამიანი იქნება ძალიან ბედნიერი, თუმცა ორიოდეს არ გაუხარდება“, – თქვა ტრამპმა.

მანამდე ექს-პრეზიდენტის სიძემ და ყოფილმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ტრამპი განიხილავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, რადგან „მისთვის უსიამოვნოა იმის დანახვა, რაც ქვეყანაში ხდება“.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს ოფიციალურად არ გამოუცხადებია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, ის აქტიურად მართავს აქციებს მხარდამჭერებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან ტრამპი ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. 9 აგვისტოს ფლორიდაში მდებარე მის მამულში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც FBI-ს აგენტებმა სხვადასხვა დონის საიდუმლოების შემცველი 100-მდე დოკუმენტი და კონფიდენციალური მასალების ათობით ცარიელი საქაღალდე ამოიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0