https://sputnik-georgia.com/20220908/deputati-usaid-araswor-daskvnebs-eyrdnoba-270256575.html
დეპუტატი: USAID არასწორ დასკვნებს ეყრდნობა
დეპუტატი: USAID არასწორ დასკვნებს ეყრდნობა
Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" USAID-ს დოკუმენტი გააკრიტიკეს. 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T19:07+0400
2022-09-08T19:07+0400
2022-09-08T21:53+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
აშშ
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) შეცდომაშია შეყვანილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ USAID-ს ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის შემდეგ საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეფასების საგანი და საფუძველი ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად, როგორიცაა მთავრობის კორუმპირებული წევრების აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.მისი თქმით, საქართველო 2012 წლამდე კორუფციის ინდექსით 70-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ კი 31-ე ადგილზე იმყოფება. უფრო მეტიც, 200 სახელმწიფოს შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო პირველ ადგილზეა.„ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორ შეიძლება ასეთი ქვეყანა კორუფციის მორევში იყოს, როგორც ეს ახლა ითქვა?! ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ქალბატონ ეკა გიგაურის არასწორ დასკვნებს ეყრდნობიან“, – განაცხადა ზარქუამ.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ის გიგაურია, რომელიც იყო „ვანო მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი“.„მივმართავ ქალბატონ დეგნანს – როცა USAID ამ ადამიანის დასკვნებით გამოდის, რთული იქნება საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან“, – განაცხადა ზარქუამ.ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელია. აღნიშნული ორგანიზაციის შეფასების საფუძველზე USAID-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი, რამაც ქვეყანაში კლეპტოკრატია და კორუფცია გამოიწვია, არის ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან საიდუმლო ბიზნეს-გარიგებები, საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულება და კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ , ახალი ამბები, საზოგადოება
დეპუტატი: USAID არასწორ დასკვნებს ეყრდნობა
19:07 08.09.2022 (განახლებულია: 21:53 08.09.2022) საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" USAID-ს დოკუმენტი გააკრიტიკეს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) შეცდომაშია შეყვანილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ USAID-ს ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის შემდეგ საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეფასების საგანი და საფუძველი ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად, როგორიცაა მთავრობის კორუმპირებული წევრების აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„მინდა მივამართო საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, USAID არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთელ რიგ რეფორმებში წლების განმავლობაში გვერდით უდგას. იქ ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, საქართველო 2012 წლამდე კორუფციის ინდექსით 70-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ კი 31-ე ადგილზე იმყოფება. უფრო მეტიც, 200 სახელმწიფოს შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო პირველ ადგილზეა.
„ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორ შეიძლება ასეთი ქვეყანა კორუფციის მორევში იყოს, როგორც ეს ახლა ითქვა?! ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ქალბატონ ეკა გიგაურის არასწორ დასკვნებს ეყრდნობიან“, – განაცხადა ზარქუამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ის გიგაურია, რომელიც იყო „ვანო მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი“.
„მივმართავ ქალბატონ დეგნანს – როცა USAID ამ ადამიანის დასკვნებით გამოდის, რთული იქნება საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან“, – განაცხადა ზარქუამ.
ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელია. აღნიშნული ორგანიზაციის შეფასების საფუძველზე USAID-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი, რამაც ქვეყანაში კლეპტოკრატია და კორუფცია გამოიწვია, არის ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან საიდუმლო ბიზნეს-გარიგებები, საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულება და კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა.