https://sputnik-georgia.com/20220908/axmetasi-16-wlis-biwi-ziudosi-varjisis-dros-gardaicvala-270260708.html
ახმეტაში 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
ახმეტაში 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანმა ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო.
2022-09-08T21:32+0400
2022-09-08T21:32+0400
2022-09-08T22:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264237351_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_e678d6cf5abd18f78d123d45ec87f32b.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.უბედური შემთხვევა სოფელ დუმასტურში, ძიუდოს სავარჯიშო დარბაზში ცოტა ხნის წინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდამ ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ქისტაურიდანაა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264237351_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_927a0ae40c0c53d67f9c91f5eba73ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახმეტა 16 წლის ბიჭი ძიუდო ვარჯიში დაღუპვა გარდაცვალება შემთხვევა
ახმეტა 16 წლის ბიჭი ძიუდო ვარჯიში დაღუპვა გარდაცვალება შემთხვევა
ახმეტაში 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
21:32 08.09.2022 (განახლებულია: 22:06 08.09.2022) არასრულწლოვანმა ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა სოფელ დუმასტურში, ძიუდოს სავარჯიშო დარბაზში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდამ ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ქისტაურიდანაა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.