https://sputnik-georgia.com/20220908/avariuli-saxlebis-demontaji-iwyeba-270247261.html
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - პირველი კორპუსის დემონტაჟი ოქტომბერში დაიწყება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - პირველი კორპუსის დემონტაჟი ოქტომბერში დაიწყება
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია. 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T15:40+0400
2022-09-08T15:40+0400
2022-09-08T20:03+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264436755_0:230:2730:1766_1920x0_80_0_0_e56e748505b45ccc44746f8faf3adb4e.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პირველი ავარიული კორპუსის საპილოტო პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხუთშაბათს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.2022 წლის დასაწყისში კახა კალაძემ დააანონსა ძველი ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია. ოფიციალური მონაცემები ეყრდნობა შენობების ინსპექტირებას მოქალაქეების მიმართვების შემდეგ.კალაძის განცხადებით, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კომპანია BK Construction-მა, რომელმაც მინიმალური ფასი – 6,1 მლნ ლარზე მეტი დააფიქსირა.მისი თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან.პირველი ავარიული კორპუსი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ვარკეთილში მდებარეობს>>>„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართობის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, „ერთი ერთში“ მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრსაც არ დაკარგავთ. და, რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ“, – განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ცხოვრების ნორმალური და უსაფრთხო პირობების შექმნისთვის კეთდება. მისი თქმით, მომდევნო წლებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა უფრო მასშტაბური გახდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264436755_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_49127e8d106c672744244e142ef28d8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - პირველი კორპუსის დემონტაჟი ოქტომბერში დაიწყება
15:40 08.09.2022 (განახლებულია: 20:03 08.09.2022) თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პირველი ავარიული კორპუსის საპილოტო პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხუთშაბათს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
2022 წლის დასაწყისში კახა კალაძემ დააანონსა ძველი ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. თბილისის მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია. ოფიციალური მონაცემები ეყრდნობა შენობების ინსპექტირებას მოქალაქეების მიმართვების შემდეგ.
კალაძის განცხადებით, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და საბოლოოდ გაიმარჯვა კომპანია BK Construction-მა, რომელმაც მინიმალური ფასი – 6,1 მლნ ლარზე მეტი დააფიქსირა.
„სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან.
„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართობის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, „ერთი ერთში“ მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრსაც არ დაკარგავთ. და, რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ცხოვრების ნორმალური და უსაფრთხო პირობების შექმნისთვის კეთდება. მისი თქმით, მომდევნო წლებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა უფრო მასშტაბური გახდება.