რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
საქართველოში ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209.624 კუბური მეტრი მერქანი. მათ შორის, 44.904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164.72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”.
ყველაზე მეტი შემთხვევა (18) დაფიქსირდა შიდა ქართლში.
ვითარება სხვა რეგიონებში ამგვარია:
კახეთი - 15 შემთხვევა
იმერეთი – 6
სამცხე-ჯავახეთი – 4
ქვემო ქართლი – 2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0