https://sputnik-georgia.com/20220907/ubeduri-semtxveva-tu-mkvleloba-mravalsviliani-dedis-darupvis-versiebi-270195666.html
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა - მრავალშვილიანი დედის დაღუპვის ვერსიები
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა - მრავალშვილიანი დედის დაღუპვის ვერსიები
Sputnik საქართველო
გამომძიებლები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ცდილობენ
2022-09-07T19:33+0400
2022-09-07T19:33+0400
2022-09-07T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553557_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_5bb6b57197d85a08338b2a01ceb61f92.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის მკვიდრი, 33 წლის ხუთი შვილის დედა კლინიკაში დამწვრობისგან გარდაიცვალა, იუწყება მასმედია.ტელეარხ „ფორმულის“ ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში გადაყვანისას ცოცხალი იყო. ხელები დამწვარი აქვს გარდაცვლილის მეუღლესაც, რომელიც ასევე საავადმყოფოში მიიყვანეს.მეზობლების თქმით, ტრაგედიის დროს სახლში თავად წყვილი და მათი ხუთი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.როგორც მეზობლები ჰყვებიან, მათ ხშირად ესმოდათ ცოლ-ქმრის ჩხუბი. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა.ტელეარხის ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა მძიმე სოციალური პირობების გამო ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, ქმარი კი მის გადარჩენას ცდილობდა. მეორე ვერსიით, ქალს ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც თავადაც დაშავდა.მესამე ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა. მეზობლის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ქალმა თქვა, რომ ბენზინი ნავთში აერია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ რამდენიმე მეზობელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.წყარო - ტელეარხი „ფორმულა“ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553557_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c32830cd734985459976fcf0a2897bc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უბედური შემთხვევა მკვლელობა მრავალშვილიანი დედა დაღუპვა პატრიკეთი ვერსიები
უბედური შემთხვევა მკვლელობა მრავალშვილიანი დედა დაღუპვა პატრიკეთი ვერსიები
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა - მრავალშვილიანი დედის დაღუპვის ვერსიები
19:33 07.09.2022 (განახლებულია: 22:30 07.09.2022) გამომძიებლები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ცდილობენ.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის მკვიდრი, 33 წლის ხუთი შვილის დედა კლინიკაში დამწვრობისგან გარდაიცვალა, იუწყება მასმედია.
ტელეარხ „ფორმულის“ ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში გადაყვანისას ცოცხალი იყო. ხელები დამწვარი აქვს გარდაცვლილის მეუღლესაც, რომელიც ასევე საავადმყოფოში მიიყვანეს.
მეზობლების თქმით, ტრაგედიის დროს სახლში თავად წყვილი და მათი ხუთი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, მათ ხშირად ესმოდათ ცოლ-ქმრის ჩხუბი. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა.
ტელეარხის ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა მძიმე სოციალური პირობების გამო ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, ქმარი კი მის გადარჩენას ცდილობდა. მეორე ვერსიით, ქალს ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც თავადაც დაშავდა.
მესამე ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა. მეზობლის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ქალმა თქვა, რომ ბენზინი ნავთში აერია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ რამდენიმე მეზობელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.