https://sputnik-georgia.com/20220907/rogor-gaagrzelebs-musaobas-dazvervis-samsaxuri-parlamentma-cvlilebebi-miiro-270192826.html
როგორ გააგრძელებს მუშაობას დაზვერვის სამსახური: პარლამენტმა ცვლილებები მიიღო
როგორ გააგრძელებს მუშაობას დაზვერვის სამსახური: პარლამენტმა ცვლილებები მიიღო
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის როლი დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით იზრდება
2022-09-07T20:40+0400
2022-09-07T20:40+0400
2022-09-07T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138354_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_08297d87b133ef992f526c2ff19efef8.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.ცვლილებების მიღება განპირობებულია კანონმდებლობის სრულყოფის და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეძლებს, რომელიც არის დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე ოფიციალური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი.ამასთან, დაზვერვის სამსახურის უფროსს მოეთხოვება საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ეს, კანონპროექტის ავტორების თქმით, ხელს შეუწყობს სამსახურის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციების განმახორციელებელ ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის თანამშრომელთა მივლინება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათ აქვთ მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ ან ოპერატიულ ქვედანაყოფებში.ცვლილებების ავტორების თქმით, ეს ხელს შეუწყობს სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას, ასევე სამსახურში კარიერული სისტემის განვითარებას.ასევე, ცვლილებების მიხედვით, უქმდება წესი, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა ახორციელებდა.ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138354_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_2892f42c4bc20c057420e0a38c284370.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაზვერვა სამსახური პარლამენტი ცვლილებები
დაზვერვა სამსახური პარლამენტი ცვლილებები
როგორ გააგრძელებს მუშაობას დაზვერვის სამსახური: პარლამენტმა ცვლილებები მიიღო
20:40 07.09.2022 (განახლებულია: 22:44 07.09.2022) დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით პრემიერ-მინისტრის როლი იზრდება.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების მიღება განპირობებულია კანონმდებლობის სრულყოფის და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით, ნათქვამია კანონპროექტის
განმარტებით ბარათში.ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების დაწყებას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეძლებს, რომელიც არის დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე ოფიციალური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი.
ამასთან, დაზვერვის სამსახურის უფროსს მოეთხოვება საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ეს, კანონპროექტის ავტორების თქმით, ხელს შეუწყობს სამსახურის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.
სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციების განმახორციელებელ ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის თანამშრომელთა მივლინება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათ აქვთ მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურ ან ოპერატიულ ქვედანაყოფებში.
ცვლილებების ავტორების თქმით, ეს ხელს შეუწყობს სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას, ასევე სამსახურში კარიერული სისტემის განვითარებას.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, უქმდება წესი, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა ახორციელებდა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.