https://sputnik-georgia.com/20220907/leqsikuri-aliyuri-mecnieruli-kvleva-270188123.html
„ლექსიკური ალიყური“ - რატომ გვამახსოვრდება შეურაცხყოფა შექებაზე დიდხანს
„ლექსიკური ალიყური“ - რატომ გვამახსოვრდება შეურაცხყოფა შექებაზე დიდხანს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. შეურაცხყოფა ადამიანისთვის ლექსიკური ალიყურია, რომელსაც მისი ტვინი უფრო დიდხანს იმახსოვრებს, ვიდრე კომპლიმეტს ან ნეიტრალურ... 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T17:26+0400
2022-09-07T17:26+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571323_0:191:2045:1341_1920x0_80_0_0_2babc12f6b237505cafeac3c6ebf37ae.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. შეურაცხყოფა ადამიანისთვის ლექსიკური ალიყურია, რომელსაც მისი ტვინი უფრო დიდხანს იმახსოვრებს, ვიდრე კომპლიმეტს ან ნეიტრალურ გამონათქვამს, აცხადებენ ნიდერლანდელი ლინგვისტები ახალ კვლევაზე დაყრდნობით.მათი თქმით, შეურაცხყოფა ეწინააღმდეგება უნივერსალურ მორალურ იმპერატივს, რომლის თანახმადაც ერთმა ადამიანმა მეორეს არ უნდა ავნოს, არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ შელახოს მისი რეპუტაცია. ჩვენი ტვინი საწყენ სიტყვებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს და, შესაბამისად, წამის მემილიონედში იცნობს ამგვარ სიტყვებს, პოულობს მათ მნიშვნელობას და განმარტავს სოციალურ კონტექსტს სიტუაციის შესაფასებლად.იმისათვის, რომ ნათქვამზე ემოცია შეესწავლათ, მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრაფია და კანის გამტარობის ჩანაწერები გამოიყენეს. კვლევაში 80 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც გამოგონილი მამაკაცების გამონათქვამებს აცნობდნენ.ცდის პირებმა სულ 180 შეურაცხყოფა მოისმინეს საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. მათ შორის იყო ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „ლინდა იდიოტია“, „პაოლა საშინელია“ და კიდევ უფრო აგრესიული გამონათქვამები. გარდა ამისა, მათ მოასმენინეს კომპლიმენტები და ნეიტრალური ფრაზებიც: „პაოლა შთამბეჭდავი ქალია“, „ლინდა სტუდენტია“ და ა.შ.აღმოჩნდა, რომ ტვინი ყველაზე სწრაფად რეაგირებდა შეურაცხყოფაზე. სალანძღავი სიტყვები უფრო ძლიერ გამოძახილს პოულობდა, ვიდრე სხვა გამონათქვამები. ლანძღვის გამეორებისას ნეირონების აქტივობა არ დუნდებოდა − შეურაცხყოფა მსმენელისთვის სიმწვავეს არ კარგავდა.ამ დროს ხდებოდა ემოციური ყურადღების ძალიან სწრაფი და სტაბილური მობილიზება, რაც, სავარაუდოდ, გრძელვადიანი მეხსიერებიდან სიტყვის შეფასების ამოღებით იყო გამოწვეული.ამასთან, მეცნიერების განმარტებით, ამგვარი ეფექტი არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ ვისი მისამართით იყო წარმოთქმული შეურაცხყოფა − პირადად მსმენელისა თუ სხვა პირისა. ნებისმიერ შემთხვევაში სალანძღავი სიტყვები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში „იქცევდა ტვინის ყურადღებას“.რაც შეეხება კომპლიმენტებს, მათზე ტვინის რეაქცია უფრო მშვიდი იყო – დაფიქსირდა ნეირონული აქტივობის უფრო მცირე ტალღები. თუმცა, თუ ექსპერიმენტის მონაწილე სხვისთვის ნათქვამი კომპლიმენტით საფრთხეს გრძნობდა, უფრო ძლიერი რეაქცია ვლინდებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571323_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6433b1788654fcbca301a1ea712a89b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. შეურაცხყოფა ადამიანისთვის ლექსიკური ალიყურია, რომელსაც მისი ტვინი უფრო დიდხანს იმახსოვრებს, ვიდრე კომპლიმეტს ან ნეიტრალურ გამონათქვამს,
აცხადებენ ნიდერლანდელი ლინგვისტები ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
მათი თქმით, შეურაცხყოფა ეწინააღმდეგება უნივერსალურ მორალურ იმპერატივს, რომლის თანახმადაც ერთმა ადამიანმა მეორეს არ უნდა ავნოს, არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ შელახოს მისი რეპუტაცია. ჩვენი ტვინი საწყენ სიტყვებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს და, შესაბამისად, წამის მემილიონედში იცნობს ამგვარ სიტყვებს, პოულობს მათ მნიშვნელობას და განმარტავს სოციალურ კონტექსტს სიტუაციის შესაფასებლად.
იმისათვის, რომ ნათქვამზე ემოცია შეესწავლათ, მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრაფია და კანის გამტარობის ჩანაწერები გამოიყენეს. კვლევაში 80 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც გამოგონილი მამაკაცების გამონათქვამებს აცნობდნენ.
ცდის პირებმა სულ 180 შეურაცხყოფა მოისმინეს საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. მათ შორის იყო ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „ლინდა იდიოტია“, „პაოლა საშინელია“ და კიდევ უფრო აგრესიული გამონათქვამები. გარდა ამისა, მათ მოასმენინეს კომპლიმენტები და ნეიტრალური ფრაზებიც: „პაოლა შთამბეჭდავი ქალია“, „ლინდა სტუდენტია“ და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ ტვინი ყველაზე სწრაფად რეაგირებდა შეურაცხყოფაზე. სალანძღავი სიტყვები უფრო ძლიერ გამოძახილს პოულობდა, ვიდრე სხვა გამონათქვამები. ლანძღვის გამეორებისას ნეირონების აქტივობა არ დუნდებოდა − შეურაცხყოფა მსმენელისთვის სიმწვავეს არ კარგავდა.
ამ დროს ხდებოდა ემოციური ყურადღების ძალიან სწრაფი და სტაბილური მობილიზება, რაც, სავარაუდოდ, გრძელვადიანი მეხსიერებიდან სიტყვის შეფასების ამოღებით იყო გამოწვეული.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მოსაუბრეებს შორის რეალური ურთიერთქმედების გარეშეც კი შეურაცხყოფა არის ლექსიკური მინი ალიყური“, − აცხადებენ კვლევის ავტორები.
ამასთან, მეცნიერების განმარტებით, ამგვარი ეფექტი არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ ვისი მისამართით იყო წარმოთქმული შეურაცხყოფა − პირადად მსმენელისა თუ სხვა პირისა. ნებისმიერ შემთხვევაში სალანძღავი სიტყვები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში „იქცევდა ტვინის ყურადღებას“.
რაც შეეხება კომპლიმენტებს, მათზე ტვინის რეაქცია უფრო მშვიდი იყო – დაფიქსირდა ნეირონული აქტივობის უფრო მცირე ტალღები. თუმცა, თუ ექსპერიმენტის მონაწილე სხვისთვის ნათქვამი კომპლიმენტით საფრთხეს გრძნობდა, უფრო ძლიერი რეაქცია ვლინდებოდა.