https://sputnik-georgia.com/20220907/lasha-tordiam-ashsh-tavshesapari-miigo-270175607.html
სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა უფროსმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა უფროსმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
Sputnik საქართველო
როგორც ადრე ლაშა თორდიამ განაცხადა, საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია. 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T13:19+0400
2022-09-07T13:19+0400
2022-09-07T19:15+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23598/07/235980788_6:0:994:556_1920x0_80_0_0_c18194135c84b587862c009b34cc6927.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა თორდიამ აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.„ოთხწლიანი პროცესის შემდეგ მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი“, – დაწერა თორდიამ სოციალურ ქსელში.ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს მიხეილ ჩოხელს ბრალი 2018 წლის ნოემბერში წარუდგინეს. იმ დროიდან მოყოლებული, ბრალდებულები განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდებოდნენ.სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორდიას ცემის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს ჩოხელი. მას 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.ინციდენტი 2018 წლის 13 მაისს მოხდა ღამის კლუბ El Centro-ში. მას შემდეგ, რაც თორდია თავის ქალის დახურული ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა, დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა. თორდიას თქმით, მას ფარცხალაძე იმის გამო გაუსწორდა, რომ იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერი-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებდა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და თანამდებობა რეკორდულად მცირე დროით ეკავა – მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს მისი ბიოგრაფიის დეტალების გასაჯაროების შემდეგ დატოვა, რომელიც ახალგაზრდობაში გერმანიაში მის ნასამართლეობას ეხებოდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23598/07/235980788_129:0:870:556_1920x0_80_0_0_1f4936f1f8c55b13dbbd8d990dd9a18b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა უფროსმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
13:19 07.09.2022 (განახლებულია: 19:15 07.09.2022) როგორც ადრე ლაშა თორდიამ განაცხადა, საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა თორდიამ აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.
„ოთხწლიანი პროცესის შემდეგ მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი“, – დაწერა თორდიამ სოციალურ ქსელში.
2021 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გაამართლა.
ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს მიხეილ ჩოხელს ბრალი 2018 წლის ნოემბერში წარუდგინეს. იმ დროიდან მოყოლებული, ბრალდებულები განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდებოდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორდიას ცემის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს ჩოხელი. მას 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ინციდენტი 2018 წლის 13 მაისს მოხდა ღამის კლუბ El Centro-ში. მას შემდეგ, რაც თორდია თავის ქალის დახურული ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა, დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა. თორდიას თქმით, მას ფარცხალაძე იმის გამო გაუსწორდა, რომ იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერი-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებდა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და თანამდებობა რეკორდულად მცირე დროით ეკავა – მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს მისი ბიოგრაფიის დეტალების გასაჯაროების შემდეგ დატოვა, რომელიც ახალგაზრდობაში გერმანიაში მის ნასამართლეობას ეხებოდა.