https://sputnik-georgia.com/20220907/idealuri-steikis-sewva-270152573.html
როგორ შევწვათ იდეალური სტეიკი: რამდენიმე წესი გურმანებისთვის
როგორ შევწვათ იდეალური სტეიკი: რამდენიმე წესი გურმანებისთვის
Sputnik საქართველო
სტეიკის მომზადებისას მნიშვნელობა აქვს ყველაფერს — დაწყებული ხორცის ხარისხით, დასრულებული ტაფის სისქით. უმთავრესი ფაქტორი კი მაინც მისი მომზადების დროა. 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T12:27+0400
2022-09-07T12:27+0400
2023-06-27T12:28+0400
სასარგებლო რჩევები
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270152205_0:60:1920:1140_1920x0_80_0_0_aeab483920265ded72197969f06203b8.jpg
გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მომენტს, რომელთა გათვალისწინებაც იდეალური სტეიკის მომზადებაში დაგეხმარებათ.ხორცის ნაჭერი უნდა იყოს 2,5-5 სმ სისქისა, ამოჭრილი მხოლოდ ბოჭკოების მართობულად. მომზადებამდე, სულ ცოტა, ოთხი კვირით ადრე ცივ ადგილზე უნდა ჩამოიკიდოს.შეწვის წინ ხორცი აუცილებლად უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცივი ხორცი ტაფას გააგრილებს და ეფექტს გააფუჭებს.თუ სტეიკი გაყინულია, აუცილებლად ბოლომდე უნდა გალღვეს, ოღონდ მაცივარშივე. მომზადებამდე ერთი საათით ადრე კი გამოიღეთ და უშუალოდ შეწვის წინ კარგად გააშრეთ ტილოთი ან ქაღალდის ხელსახოცით.ნუ დაბეგვავთ ხორცს, რათა ბოჭკოვანი სტრუქტურა არ დაირღვეს, მომზადების პროცესში წვენი არ დაკარგოს და არ გამოშრეს.შეწვისას მარილს ნუ მოაყრით, თორემ ხორცი წვენს გამოუშვებს და გარედან კი არ დაიბრაწება, არამედ საკუთარ წვენში ჩაიხარშება. მარილი და წიწაკა ან წინასწარ, მინიმუმ ერთი საათით ადრე შეაზილეთ, ან ცეცხლიდან რომ გადმოდგამთ, ერთი წუთის შემდეგ.ტაფას სქელი ძირი უნდა ჰქონდეს, რათა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს. უბრალო თუჯის ტაფა საუკეთესოა სტეიკის შესაწველად. ასევე კარგია გრილის ტაფა ჭრილებიანი ძირით, რომელიც ხორცს არ იწვავს.გაახურეთ ტაფა მაქსიმალურად და დაალაგეთ ზედ ცხიმწასმული ხორცი. შეწვით ორივე მხრიდან — თითო მხარე თითო წუთი, რათა კანი დაიბრაწოს და წვენი გარეთ არ გამოიდევნოს. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხორცი 5 წუთის განმავლობაში შეწვით საშუალო ცეცხლზე.სტეიკის მომზადების დრო ხორცის ნაჭრის სისქეზეა დამოკიდებული.თუ გსურთ მიიღოთ:ეს კლასიკური, 2,5 სმ სისქის სტეიკის თითო მხრიდან წვის დროა.ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ სტეიკი ცოტა ხნით უნდა "დაასვენოთ", ანუ დადგათ, რათა მისი წვენი თანაბრად გაიშალოს ხორცის ნაჭერში.ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ მიირთვათ — ნებისმიერი გარნირითა თუ სოუსით, თქვენი გემოვნების მიხედვით.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270152205_160:0:1760:1200_1920x0_80_0_0_cede8ecef145761e5f9263a79852da6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , გემრიელი სამზარეულო
სასარგებლო რჩევები , გემრიელი სამზარეულო
როგორ შევწვათ იდეალური სტეიკი: რამდენიმე წესი გურმანებისთვის
12:27 07.09.2022 (განახლებულია: 12:28 27.06.2023) სტეიკის მომზადებისას მნიშვნელობა აქვს ყველაფერს — დაწყებული ხორცის ხარისხით, დასრულებული ტაფის სისქით. უმთავრესი ფაქტორი კი მაინც მისი მომზადების დროა.
გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მომენტს, რომელთა გათვალისწინებაც იდეალური სტეიკის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ხორცის ნაჭერი უნდა იყოს 2,5-5 სმ სისქისა, ამოჭრილი მხოლოდ ბოჭკოების მართობულად. მომზადებამდე, სულ ცოტა, ოთხი კვირით ადრე ცივ ადგილზე უნდა ჩამოიკიდოს.
შეწვის წინ ხორცი აუცილებლად უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცივი ხორცი ტაფას გააგრილებს და ეფექტს გააფუჭებს.
თუ სტეიკი გაყინულია, აუცილებლად ბოლომდე უნდა გალღვეს, ოღონდ მაცივარშივე. მომზადებამდე ერთი საათით ადრე კი გამოიღეთ და უშუალოდ შეწვის წინ კარგად გააშრეთ ტილოთი ან ქაღალდის ხელსახოცით.
ნუ დაბეგვავთ ხორცს, რათა ბოჭკოვანი სტრუქტურა არ დაირღვეს, მომზადების პროცესში წვენი არ დაკარგოს და არ გამოშრეს.
შეწვისას მარილს ნუ მოაყრით, თორემ ხორცი წვენს გამოუშვებს და გარედან კი არ დაიბრაწება, არამედ საკუთარ წვენში ჩაიხარშება. მარილი და წიწაკა ან წინასწარ, მინიმუმ ერთი საათით ადრე შეაზილეთ, ან ცეცხლიდან რომ გადმოდგამთ, ერთი წუთის შემდეგ.
ტაფას სქელი ძირი უნდა ჰქონდეს, რათა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს. უბრალო თუჯის ტაფა საუკეთესოა სტეიკის შესაწველად. ასევე კარგია გრილის ტაფა ჭრილებიანი ძირით, რომელიც ხორცს არ იწვავს.
გაახურეთ ტაფა მაქსიმალურად და დაალაგეთ ზედ ცხიმწასმული ხორცი. შეწვით ორივე მხრიდან — თითო მხარე თითო წუთი, რათა კანი დაიბრაწოს და წვენი გარეთ არ გამოიდევნოს. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხორცი 5 წუთის განმავლობაში შეწვით საშუალო ცეცხლზე.
სტეიკის მომზადების დრო ხორცის ნაჭრის სისქეზეა დამოკიდებული.
სისხლიანი სტეიკი — შეწვით ის 1 წუთის განმავლობაში;
ოდნავ შემწვარი — შეწვით 2 წუთის განმავლობაში;
სუსტად შემწვარი — შეწვით 2-2,5 წუთის განმავლობაში;
საშუალოდ შემწვარი — შეწვით 3-3,5 წუთის განმავლობაში;
კარგად შემწვარი — შეწვით ის 4,5-5 წუთის განმავლობაში.
ეს კლასიკური, 2,5 სმ სისქის სტეიკის თითო მხრიდან წვის დროა.
ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ სტეიკი ცოტა ხნით უნდა "დაასვენოთ", ანუ დადგათ, რათა მისი წვენი თანაბრად გაიშალოს ხორცის ნაჭერში.
ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ მიირთვათ — ნებისმიერი გარნირითა თუ სოუსით, თქვენი გემოვნების მიხედვით.