დანახვა არ სურდათ: ზახაროვა IAEA-ს დასკვნას გამოეხმაურა

© Press service of the Russian Foreign Ministry  / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიას ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცხრილვის შესახებ მონაცემებით, მაგრამ მის დასკვნაში ეს მონაცემები რატომღაც არ შევიდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, IAEA-ს არ სურდა დაბომბვების წყაროების დანახვა.

„რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში უკვე გამოთქვა სინანული, რომ მისიამ ვერ ასახა მოხსენებაში, თუ ვინ ისვრის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე... როგორც კი იწყება ისტორია „ჩვენ არ ვიცით, ვინ გააკეთა ეს“, ავტომატურად მიიჩნევა, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ანუ ისინი ასი პროცენტით არიან დარწმუნებული, რომ არცერთი არგუმენტი არ ექნებათ იმის სასარგებლოდ, რომ ეს რუსებმა გააკეთეს, ამიტომ აქ უკვე იწყება ამბავი იმის შესახებ, რომ არ არსებობს მონაცემები, თუ ვის შეეძლო ამის გაკეთება“, − განაცხადა ზახაროვამ.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ, რომელმაც ზაპოროჟიეს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა 1 სექტემბერს მოახერხა IAEA-ს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან ერთად, საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა სადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც მისიის დასკვნაშია ნათქვამი, ატომურ ელექტროსადგურზე არასახარბიელო სიტუაციაა, ვინაიდან ბირთვული უსაფრთხოების შვიდივე კომპონენტია გაუარესებული. ამასთან ერთად სააგენტო აღნიშნავს, რომ სადგურის მიმდებარედ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.
ყველა ახალი ამბავი
0