მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში ვიზიტისას შვილი კრემლში დაგვრჩა: ჰილარი კლინტონმა წარსული გაიხსენა

© photo: Sputnik / Nikita Shokhov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური მოგონება ისაა, რომ რუსეთში ვიზიტისას ერთადერთი შვილი კრემლში დამრჩა, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა Tonight Show-ში სტუმრობისას.
ჰილარი და ჩელსი კლინტონები ჯიმი ფელონის საღამოს შოუს კონკურს Mother Daughter Challenge-ში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათ წამყვანის კითხვებზე რიგრიგობით უნდა გაეცათ პასუხები.
რაღაც მომენტში 74 წლის ჰილარი კლინტონს სთხოვეს, გაეხსენებინა „ყველაზე გიჟური ოჯახური შვებულება“. ამაზე პასუხად მან მეუღლესთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ერთად მოსკოვში ვიზიტი გაიხსენა, რა დროსაც მათ ჩელსიც ახლდათ.

„ჩვენ თან წავიყვანეთ ჩელსი რუსეთში, სადაც ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ბილის პრეზიდენტობის დროს. ბოლოს გაიმართა ოფიციალური დამშვიდობება, მე და ბილი დიდ ლიმუზინში ჩაგვსხეს, რომლითაც აეროპორტში უნდა წავსულიყავით. არ ვიცოდით, რომ ამ დროს ჩელსი ისევ კრემლში იყო. წარმოგიდგენიათ, ერთადერთი შვილი კრემლში დამრჩა“, − გაიხსენა კლინტონმა.

მართალია, ექს-სახელმწიფო მდივანს იმედი ჰქონდა, რომ ჩელსის ეს ისტორია არ ემახსოვრებოდა, მაგრამ მისმა 42 წლის ქალიშვილმა, რომელსაც უნდა გამოეცნო, როგორ უპასუხა დედამ შეკითხვას, სწორედ ეს ისტორია დაასახელა.
ამასთან არც ყოფილ სახელმწიფო მდივანს და არც მის ქალიშვილს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ მოგვარდა ინციდენტი.
წყარო: New-York Times
ყველა ახალი ამბავი
0