https://sputnik-georgia.com/20220907/gaprindashvilis-advokati-brzolas-koveltvis-aqvs-azri-270187836.html
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
Sputnik საქართველო
ადვოკატის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები მკაცრად კონფიდენციალურია. 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T17:05+0400
2022-09-07T17:05+0400
2022-09-07T20:38+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/06/236710681_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_1e6daa8fb8a43d50186526501dd0b09f.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო, განაცხადა ადვოკატმა კახა შარაბიძემ, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი იყო კომპანია Netflix-თან სასამართლო დავაში.დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის დავა კომპანია Netflix-თან მხარეების შეთანხმებით დასრულდა.საქმე ეხება Netflix-ის მინი-სერიალს „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“). სარჩელის თანახმად, მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალი ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორ ინფორმაციას შეიცავს.ფილმში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, მრავალსერიანი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია 1968 წლის მოვლენები, როდესაც გაფრინდაშვილს უკვე 59 მამაკაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული. კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე. გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვდა.ამერიკული მედიის ინფორმაციით, Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 5 მლნ დოლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა ეს ინფორმაცია გაფრინდაშვილის ადვოკატებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს.გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები არ საჯაროვდება, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, დამდგარი შედეგი ქართველი მოჭადრაკის ინტერესებშია.ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის იანვარში კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მაშინ იურიდიულმა კომპანია BLB-მ, რომელიც სასამართლოში მოჭადრაკის ინტერესებს წარმოადგენდა, საქართველოს გაფრინდაშვილის კიდევ ერთი „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა. Netflix-მა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე დაიხურა.„ნეტფლიქსმა“ ნონა გაფრინდაშვილს ხუთი მილიონი გადაუხადა? - დავა დასრულებულია>>>ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/06/236710681_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_023fa2da8dd31b1ea3c9188e1fa5720d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
17:05 07.09.2022 (განახლებულია: 20:38 07.09.2022) ადვოკატის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები მკაცრად კონფიდენციალურია.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო, განაცხადა ადვოკატმა კახა შარაბიძემ, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი იყო კომპანია Netflix-თან სასამართლო დავაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის დავა კომპანია Netflix-თან მხარეების შეთანხმებით დასრულდა.
საქმე ეხება Netflix-ის მინი-სერიალს „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“). სარჩელის თანახმად, მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალი ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორ ინფორმაციას შეიცავს.
ფილმში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, მრავალსერიანი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია 1968 წლის მოვლენები, როდესაც გაფრინდაშვილს უკვე 59 მამაკაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული. კიდევ ერთი უზუსტობა, რაც ფილმშია მოცემული, არის ის, რომ იგი მოხსენიებულია როგორც რუსი და არა ქართველი მოჭადრაკე. გაფრინდაშვილი Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 5 მლნ დოლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა ეს ინფორმაცია გაფრინდაშვილის ადვოკატებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები არ საჯაროვდება, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, დამდგარი შედეგი ქართველი მოჭადრაკის ინტერესებშია.
„შეთანხმების დეტალები არის მკაცრად კონფიდენციალური. ნონა გაფრინდაშვილი ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ძალიან ბევრი ანალოგიური ან მსგავსი დავა აქვს Netflix-ს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ადვოკატმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის იანვარში კალიფორნიის შტატის სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მაშინ იურიდიულმა კომპანია BLB-მ, რომელიც სასამართლოში მოჭადრაკის ინტერესებს წარმოადგენდა, საქართველოს გაფრინდაშვილის კიდევ ერთი „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა. Netflix-მა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე დაიხურა.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978), 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.