საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტს“ ნაადრევად გამოეთიშა

© photo: Sputnik / Stringerევრობასკეტი-2022. სანდრო მამუკელაშვილი
ევრობასკეტი-2022. სანდრო მამუკელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 8-ქულიანი სხვაობით დამარცხდა და „ევრობასკეთს“ გამოეთიშა.
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები „ევრობასკეტს“ გამოეთიშა. ილიას ზუროსის გუნდი „თბილისი არენაზე“ მონტენეგროს ნაკრებთან ანგარიშით 81:73 დამარცხდა.
ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეულში გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ათამაშა. მეტოქე ორჯერ 6-ქულიანი უპირატესობითაც დაწინაურდა, თუმცა, ქართველებმა ანგარიშის შემცირება მაინც შეძლეს და პირველი მეოთხედი ანგარიშით 19:21 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მატჩში პირველად მეორე მეოთხედში დაწინაურდა და თამაშის ხარისხიც გამოასწორა, თუმცა ბოლო მონაკვეთში კვლავ მონტენეგროელებმა მოიპოვეს უპირატესობა. მეტოქემ 7-ქულით გაქცევა მოახერხა და საბოლოოდ ტაიმი მოიგო.
მე-3 მეოთხედში საქართველო მუდმივად მდევრის როლში იყო, რამდენჯერმე მეტოქეს ერთ ქულამდეც მიუახლოვდა, თუმცა წინ გასვლას ვერ ახერხებდა. მესამე მეოთხედის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო დრობნიაკმა და მონტენეგრო 6-ქულით დაწინაურდა (58:52).
ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე თავისუფალი სროლა გააფუჭეს და საბოლოოდ, მონტენეგრომ დამსახურებულად იმარჯვა და ბერლინში გამგზავრების უფლება მოპოვა. ცნობილია, რომ მონტენეგრო მასპინძელ გერმანიას გაეჯიბრება. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირი ერთი მოგებითა და ოთხი მარცხით დაასრულა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0