Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ირინა შეიკი ბრედლი კუპერისგან მეორე ბავშვის გაჩენას აპირებს - დასავლური მედია

© AFP 2024 / JERRITT CLARKირინა შეიკი
ირინა შეიკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
მოდელი ირინა შეიკი და მსახიობი ბრედლი კუპერი მეორე შვილის ყოლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტი“ აქვეყნებს.
წყვილს უკვე ჰყავს ქალიშვილი ლეა, თუმცა კუპერი და შეიკი 2019 წელს ოფიციალურად დაშორდნენ. მოგვიანებით შეიკი და კუპერი ერთად არაერთხელ გამოჩნდნენ, რაზეც მედია წერდა, რომ წყვილს ახლო მეგობრობა აკავშირებს და ისინი თანაბრად მონაწილეობენ ქალიშვილის აღზრდაში.
ახლა კი დასავლური მედია უკვე ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ კუპერსა და შეიკს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობდა, თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილი ჩაშალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0