გვალვისგან დამშრალ დუნაიში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხომალდები გამოჩნდა - ვიდეო

გამოწერა
გერმანიის არმიამ 1945 წელს საბჭოთა კავშირის კონტრშეტევის შესაყოვნებლად განზრახ ჩაძირა 200 ხომალდი, თუმცა ამან გერმანია ვერ იხსნა კაპიტულაციისგან. ახლა მდინარეში გამოჩნდა გემი, რომელიც ოდესღაც სვასტიკიანი დროშით ცურავდა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა გვალვამ ევროპას დიდი ზიანი მიაყენა. ამასთან ერთად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მივიწყებული ელემენტები. სერბეთში, მდინარე დუნაიში მესამე რეიხის ჩაძირული ხომალდების ნარჩენები გამოჩნდა. ზოგიერთ მათგანზე აღმოჩენილია გამოუყენებელი საბრძოლო მასალაც.
ყველა ახალი ამბავი
0