საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვები წესდება

© Roads department of Georgiaგზის სამშენებლო სამუშაოები
გზის სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
12,2 კმ სიგრძის ხევი–უბისას მონაკვეთი რიკოთი–ზესტაფონის გზის ურთულესი მონაკვეთია.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კილომეტრზე 8 სექტემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟი იგეგმება. სამუშაოებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group ახორციელებს.

ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით 8 სექტემბრის 24:00 სთ-დან 08:00 საათამდე პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლი ჩაიკეტება). დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ხევი–უბისას მონაკვეთი რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი უბანია, მისი სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება - მინისტრი>>>
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0