რუსეთის სამხედრო მანევრები „ვოსტოკ 2022“: მოგერიებულია თავდასხმა

© Ministry of Defense of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სამხედრო წვრთნა „ვოსტოკ-2022“-ის ფარგლებში მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებების ერთჯერადი და ჯგუფური დარტყმები მოიგერიეს სერგეევის პოლიგონზე, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
დღეს, 6 სექტემბერს სერგეევის პოლიგონზე „ვოსტოკ-2022“-ის ფარგლებში ჯარების პრაქტიკული მოქმედებების ძირითადი ეტაპი მიმდინარეობს, რასაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო.

„საჰაერო მოწინააღმდეგისგან თავდასხმა საზენიტო-სარაკეტო სისტემა Тор-М2У-ს საბრძოლო მანქანებმა, ასევე საზენიტო კომპლექსებმა Панцирь-С1-მა, Тунгуска-М1-მა, Стрела-10МН-მა მოიგერიეს“, − აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, იმიტირებულ ბრძოლაში ჩართული იყო ტანკები: T-72B3, T-80BVM და ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82AM.
სამხედრო წვრთნები „ვოსტოკ-2022“ 1 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბრამდე გასტანს. მანევრების დროს ცხრა პოლიგონსა და ასევე ოხოტისა და იაპონიის ზღვების აკვატორიებსა და სანაპირო რაიონებში რუსეთის საჰაერო-თავდაცვის ძალების თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები დამუშავდება.
წვრთნებში მონაწილეობენ და ესწრებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამხედრო კონტინგენტები და დამკვირვებლები. მათ შორის არიან: აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ლაოსი, მონღოლეთი, მიანმარი, ნიკარაგუა, სირია, ტაჯიკეთი.
საერთო ჯამში წვრთნებში ჩართულია: 50 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 5 ათასზე მეტი ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 140 თვითმფრინავი, 60 სამხედრო ხომალდი, კატარღა და უზრუნველყოფის გემები.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0