საქართველოს სასტუმრო სექტორი ციფრებში

გამოწერა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ საქართველოში 2021 წელს სასტუმრო სექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 1.776 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, რაც 68,5%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. სასტუმროების 99,3% კერძო, ხოლო 0,7% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
2021 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87,8 ათასი შეადგინა, რაც 51,7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 60,2%-ით და 43,1 ათასი შეადგინა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი საქართველოს სასტუმრო სექტორის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0