ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს შესაძლოა პრობლემები შეექმნას: საგარეო უწყების კომენტარი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiyრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასის არჩევისა და რუსოფობიის ტალღის გაძლიერების ფონზე რუსეთის საელჩოს მუშაობა ქვეყანაში შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, რასაც რუსეთის მხრიდან პასუხი მოჰყვება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა სერგეი ბელიაევმა.
მისი თქმით, რუსეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ბრიტანეთში არსებულ მასშტაბურ ეკონომიკურ კრიზისზე ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის პასუხი იყოს ელიტარულ წრეებში ანტირუსული ისტერიის გრადუსის ზრდა.
ბელიაევს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების არსებობა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

„სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ამ პირობებში რუსეთის დიპლომატიური ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში და, როგორც შედეგი, ბრიტანეთისა − ჩვენს ქვეყანაში ასევე დადგეს რისკის ქვეშ. ისღა გვრჩება, იმედი ვიქონიოთ, რომ გარდაუვალი მძიმე შედეგების გაცნობიერება, რაც ამ შემთხვევაში ბრიტანული მხარისთვის დადგება, მაინც აიძულებს ლონდონის „ცხელ თავებს“, ყური უგდონ გონების ხმას“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ორშაბათს, 5 სექტემბერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლიზ ტრასი აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე მესამე ქალია მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0