https://sputnik-georgia.com/20220906/qartuli-kompaniebis-pasiani-qagaldebi-londonis-birjaze-270121183.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T10:42+0400
2022-09-06T10:42+0400
2022-09-06T14:36+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575405_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_e949bdb374918912036518d1140a2fa6.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,66%-ით შემცირდა და 86,9 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,88%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,26%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 4,29% მოგებით 101,5 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,3 პუნქტის ფასით, 10,25% მოგებით, ფასი ერთ კვირაში არ შეცვლილა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 1,14%-ით შემცირდა 83,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,56%-ს.უცხოელმა ექსპერტებმა მოიწონეს საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების პროექტი>>>აქციებით ვაჭრობალონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,45%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 20,35 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 492 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 20,15–21,25 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,93%-ით და ერთ აქციაზე 6,88 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 209 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,7–6,95 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,02%-ით შემცირდა 17,36 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 232 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 17,06–18,0 ფუნტის დიაპაზონში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575405_5:0:2736:2048_1920x0_80_0_0_adef680491bb9b3bea2010fca88beaac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
10:42 06.09.2022 (განახლებულია: 14:36 06.09.2022) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,66%-ით შემცირდა და 86,9 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,88%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,26%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 4,29% მოგებით 101,5 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,3 პუნქტის ფასით, 10,25% მოგებით, ფასი ერთ კვირაში არ შეცვლილა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 1,14%-ით შემცირდა 83,52 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,56%-ს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,45%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 20,35 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 492 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 20,15–21,25 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,93%-ით და ერთ აქციაზე 6,88 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 209 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,7–6,95 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 3,02%-ით შემცირდა 17,36 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 232 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 17,06–18,0 ფუნტის დიაპაზონში.