კოკაინი, ჰეროინი, „მეტადონი" - ათი დაკავებულიდან ოთხი ნარკორეალიზატორია

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 34-დან 70 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ორი – წარსულში ნასამართლევი.
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი, „სუბოქსინი“, „ალფა პვპ”, 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი და „სუბუტექსი“.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები ხუთიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0