რთველი 2022 დაიწყო: კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. კახეთში „რთველი 2022“-ის ფარგლებში ყურძენი უკვე 1 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერების შემოსავალმა 16 მლნ ლარს მიაღწია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების სეზონი ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დაიწყო.

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა 20 ათას ტონამდე ყურძენი. აქედან 7 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 9 ათას ტონამდე „საფერავი“, 2 ათას ტონამდე კი „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0