გელათში ფრესკების გადარჩენა გრძელდება: ტაძარი ახალი დროებითი საფარით გადახურეს

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათის ტაძარი. დროებითი გადახურვა
გელათის ტაძარი. დროებითი გადახურვა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
უნიკალური კომპლექსის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები იბრძვიან.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.

„ტაძრის დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი იუნესკოს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და მისი უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა", – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ახალი გადახურვა წინაზე გაცილებით მსუბუქია და ახლა ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, რაც აუცილებელია ფრესკების შესანარჩუნებლად.
ადრე იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის დასავლეთ ნაწილს მოაშორეს მოჭიქული კრამიტი, ასევე ძველი თუჯის საფარი, რამაც ტენის აორთქლების შესაძლებლობა შექმნა, ამიტომ კედლების გაშრობის პროცესი ყველაზე ოპტიმალურად ხორციელდებოდა.
ნესტის აორთქლებამ შესაძლებელი გახადა ლითონის ახალი გადახურვის მოწყობა.
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათის ტაძარი
Гелати. Временное перекрытие крыши - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გელათის ტაძარი
UNESCO-მ და ICOMOS-მა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების დაცვის საერთაშორისო საბჭო) დადებითად შეაფასეს 2021 წელს გელათის ტაძრის (XII ს.) გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, რაც გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს.
© photo: Sputnikგელათის ტაძარი
Брусчатые мостовые - брусчатка в храме Гелати до реконструкции, архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გელათის ტაძარი
2021 წლის ივნისში გელათში მუშაობდა იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია, რომელმაც კვლევის ჩატარების შემდეგ შეადგინა საექსპერტო დასკვნა რეკომენდაციებით სარესტავრაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი იმ პრობლემებისა და დაზიანებების აღმოფხვრისა და გამოსწორების მიზნით, რომლებმაც უნიკალური ფრესკების და ტაძრის კედლის მოხატულობის შენარჩუნებას საფრთხე შეუქმნა.
© photo: Sputnik / გელათის ტაძარი
Гелатский монастырь Богородицы - реконструкция и уникальные фрески - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გელათის ტაძარი
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0