ევროპის მოედანზე დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ევროპის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფისა" და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაციას გამართავს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
შეზღუდვის მიზეზია 7 სექტემბერს ევროპის მოედანზე თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიება.
ხვალ, 11:00 საათზე ევროპის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფისა" და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაციას გამართავს.
მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ასევე შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდება თავისუფლების მოედანზე და შემდეგ უკვე იმოძრავებს დადგენილი სქემით.
წყარო - თბილისის მერია
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0