მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპაში გაზის ფასი დაეცა: სამშაბათის ვაჭრობის მონაცემები

© AFP 2024 / DAMIEN MEYER
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. ევროპაში გაზის საბირჟო ფასები სამშაბათის ვაჭრობაზე 12%-ით შემცირდა და ათას კუბომეტრზე 2.220 დოლარზე დაბლა დაეცა, ნათქვამია ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებში.
ყველაზე დიდი ევროპული ჰაბის, TTF ინდექსის მიხედვით, ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ვაჭრობის დაწყებისას ათას კუბურ მეტრზე 2,423,5 დოლარი იყო. ვაჭრობის დაწყებიდან ერთ საათში კი 8%-ით დაეცა.
თუმცა მოგვიანებით კოტირებების კლების ტემპი დაჩქარდა და დაეცა 2.215,9 დოლარამდე (-12,8%). დილის 11:48 საათისთვის (თბილისის დროით) ფასებმა დაახლოებით 2.254,8 დოლარს (-11,3%) მიაღწია. კოტირების დინამიკა მოცემულია წინა დღის საანგარიშსწორებო ფასიდან – ათას კუბურ მეტრზე 2.542,9 დოლარიდან.
მანამდე ევროპაში გაზის ფასები, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შიშის გამო, არაერთხელ ანახლებდა ისტორიულ მაჩვენებლებს. ფასის რეკორდი − 3.892 დოლარი ათას კუბურ მეტრზე 7 მარტს დაფიქსირდა. ბოლო მნიშვნელოვანი ზრდა აგვისტოს მეორე ნახევარში დაფიქსირდა, როდესაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ სამი დღით შეჩერდა, მაშინ კოტირებებმა 3.500 დოლარს მიაღწის ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.
წყარო: ICE
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0