ესპანური ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს

© courtesy of the Georgian National Tourism Administration ესპანური ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს
ესპანური ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ტელეკომპანია ბასკეთის მხარეში მაუწყებლობს და ასიათასობით მაყურებელი ჰყავს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიას ETB2-ს უმასპინძლა.
ესპანური ტელეკომპანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინისა და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს, რაც ხელს შეუწყობს ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდასა და ცნობადობის ამაღლებას.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration ესპანური ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს
Передачу о красотах Грузии снимает высокорейтинговый испанский телеканал - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
ესპანური ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელმა ჟურნალისტებმა ცხენებით ჯირითსა და ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები.
ტელეკომპანია ETB2-ის პოპულარული გადაცემის Vascos por el mundo ჯგუფის წევრებმა თბილისის, მცხეთის, უფლისციხის, დმანისის, სტეფანწმინდის, ანანურისა და სიღნაღის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.
ესპანელი ჟურნალისტები ასევე დაესწრნენ სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0