Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედას ყოველდღიური რუტინა“ - 58 წლის ეკა კახიანი ასე ინარჩუნებს ახალგაზრდობას - ვიდეო

© courtesy of Eka Kakhianiეკა კახიანი
ეკა კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
მომღერალ ეკა კახიანის უმცროსმა ქალიშვილმა ქეთო თოფურიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 58 წლის მომღერალი ყოველ დილით აქუა-აერობიკითაა დაკავებული.
„დედას ყოველდღიური რუტინა“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს თოფურიძე მცხეთის აგარაკიდან.
ეკა კახიანს სამი ქალიშვილი ჰყავს. მათგან უფროსს ნინი ბადურაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მომღერალი ამჟამად სამი შვილიშვილის აღზრდით აქტიურადაა დაკავებული. ნინის ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს, ანასტასია თოფურიძეს კი ორი ვაჟი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0