https://sputnik-georgia.com/20220905/samegreloshi-aziuri-parosanas-winaagmdeg-gonisziebebi-tardeba-270093984.html
სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
Sputnik საქართველო
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T14:10+0400
2022-09-05T14:10+0400
2022-09-05T20:12+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_b4c33faaf3b9d4184dab3695258419a4.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში სპეცტექნიკითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს სოფლის გარე პერიმეტრების დამუშავება. უკვე დამუშავებულია 480 ჰა ტერიტორია.„მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინაციით ტარდება. აღნიშნულ სოფელში სიმინდის მასივები ცივი შესხურების ტექნოლოგიით უკვე შეიწამლა“, – აღნიშნავენ უწყებაში.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0ba7bf75e327c834946246586f8634f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
14:10 05.09.2022 (განახლებულია: 20:12 05.09.2022) 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. სამეგრელოში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში სპეცტექნიკითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს სოფლის გარე პერიმეტრების დამუშავება. უკვე დამუშავებულია 480 ჰა ტერიტორია.
„მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობითა და კოორდინაციით ტარდება. აღნიშნულ სოფელში სიმინდის მასივები ცივი შესხურების ტექნოლოგიით უკვე შეიწამლა“, – აღნიშნავენ უწყებაში.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.