https://sputnik-georgia.com/20220905/qartuli-ocnebis-centralur-ofissi-saparlamento-umravlesobam-tatbiri-caatara-270117877.html
საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თათბირი ჩაატარა
საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თათბირი ჩაატარა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას 6 სექტემბერს განაახლებს
2022-09-05T22:58+0400
2022-09-05T22:58+0400
2022-09-05T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოში არსებული სიტუაცია და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განუცხადა.პარტიის თავმჯდომარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას 6 სექტემბერს განაახლებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კვირა დატვირთული იქნება. პარლამენტს მოუწევს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშის მოსმენა, მათ შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეროვნული ბანკის და საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა.გარდა ამისა, მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის დროს იგეგმება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მომუშავე ჯგუფების მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა.ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები ინიცირებულია და მიმდინარე კვირაში მოხდება მათი განხილვა. ასევე განხილული იქნება საქართველოს ევროზონის ერთიან საგადასახადო სისტემასთან (SEPA) მიერთების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.მმართველი პარტია მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე 1 ივლისიდან ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისი თათბირი
საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისი თათბირი
საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თათბირი ჩაატარა
22:58 05.09.2022 (განახლებულია: 22:59 05.09.2022) საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას 6 სექტემბერს განაახლებს
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოში არსებული სიტუაცია და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განუცხადა.
პარტიის თავმჯდომარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჩვენი შეხვედრის ძირითადი ამოცანაა - პარლამენტის დღის წესრიგი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას 6 სექტემბერს განაახლებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კვირა დატვირთული იქნება. პარლამენტს მოუწევს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშის მოსმენა, მათ შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეროვნული ბანკის და საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა.
გარდა ამისა, მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის დროს იგეგმება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მომუშავე ჯგუფების მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა.
ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები ინიცირებულია და მიმდინარე კვირაში მოხდება მათი განხილვა. ასევე განხილული იქნება საქართველოს ევროზონის ერთიან საგადასახადო სისტემასთან (SEPA) მიერთების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველი პარტია მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე 1 ივლისიდან ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით.