https://sputnik-georgia.com/20220905/metexis-xidis-reabilitacia-dasrulda-270116772.html
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T21:00+0400
2022-09-05T21:00+0400
2022-09-05T21:33+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028532_0:281:3000:1969_1920x0_80_0_0_c685ff554b8625a29badb41d22b3786d.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქალაქო სამსახურებმა პრაქტიკულად დაასრულეს მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები, ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა დღეს, საღამოს აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პირველი ეტაპი ივლისში დასრულდა, რის შემდეგაცგარემონტებულნაწილში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასევე დაიდო ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2.300 კვ.მ ფართობზე.ამასთან, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი დაიხარჯა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028532_630:557:2558:2003_1920x0_80_0_0_618a5418a1641c3fd0f14394da511b66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
21:00 05.09.2022 (განახლებულია: 21:33 05.09.2022) დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქალაქო სამსახურებმა პრაქტიკულად დაასრულეს მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები, ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა დღეს, საღამოს აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პირველი ეტაპი ივლისში დასრულდა, რის შემდეგაცგარემონტებულნაწილში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი - გზის დაგება, რაც დღეს სრულად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილომოძრაობა ორმხრივად გაიხსნება“, - განაცხადა კალაძემ.
მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასევე დაიდო ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2.300 კვ.მ ფართობზე.
ამასთან, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი დაიხარჯა.