„მესიჯები ვნახეთ“: კრემლში კადიროვის განცხადებაზე კომენტარი გაკეთდა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშირამზან კადიროვი
რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი განაგრძობს რეგიონის ხელმძღვანელობას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ ვნახეთ მისი მესიჯები. ეს გზავნილები, თუ სწორად მესმის, ჯერ არ არის მატერიალიზებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ის განაგრძობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას", − თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე რამზან კადიროვმა საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნამ, რომელსაც უკვე 15 წელია იკავებს, „ძალიან დიდხანს მოუწია“ და ახლა უკვე იმსახურებს „განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივ შვებულებას“.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში, რომელიც 2021 წლის 17-19 სექტემბერს გაიმართა, კადიროვმა ხმების 99,7 პროცენტი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0