მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთი პირობით: ირანი მზადაა მოამარაგოს ევროპა ენერგორესურსებით

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ირანს შეუძლია დააკმაყოფილოს ევროპის ქვეყნების საჭიროებები ენერგეტიკულ სექტორში, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA) დაიდება, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანიმ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინის კრიზისისა და ევროპის ენერგომომარაგების პრობლემების გათვალისწინებით, თუ [JCPOA-ს განახლების შესახებ] მოლაპარაკებები დასრულდება და [თეირანის წინააღმდეგ] სანქციები მოიხსნება, მაშინ ირანი შეძლებს დააკმაყოფილოს ევროპის მოთხოვნის უმეტესი ნაწილი ენერგორესურსებზე“, − ციტირებს სააგენტო „ფარსი“ ქანაანის სიტყვებს.

მისი თქმით, ევროპას უკიდურესად ესაჭიროება ირანის ენერგეტიკული პოტენციალი. ამიტომ თეირანში იმედი აქვთ, რომ შეთანხმება დაიდება და „ირანი შეძლებს ეფექტური როლის შესრულებას მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნების ენერგიით მომარაგებაში“.
22 აგვისტოს ირანმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელს თავისი პასუხი გაუგზავნა ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ შეთავაზებულ პროექტზე. ევროკავშირმა ირანის პასუხს კონსტრუქციული უწოდა და განაცხადა, რომ კონსულტაციებს გადის შეერთებულ შტატებთან შემდგომი ნაბიჯების თაობაზე. 24 აგვისტოს ირანულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო, რომელსაც მთავრობა დღემდე განიხილავს.
ირანის ბირთვულ შეთანხმებას (JCPOA) 2015 წელს მოაწერეს ხელი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და თავად ირანმა. შეთანხმება გულისხმობდა თეირანისთვის სანქციების მოხსნას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. 2018 წლის მაისში დონალდ ტრამპმა აშშ JCPOA-დან გაიყვანა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შემცირებას იწყებდა, ასევე უარს ამბობდა ბირთვული კვლევების, ცენტრიფუგების რაოდენობისა და ურანის გამდიდრებაზე შეზღუდვების შესრულებაზე. JCPOA-ს განახლებისა და თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის სანქციების მოხსნის შესახებ მოლაპარაკებები ვენაში იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0