https://sputnik-georgia.com/20220905/iaea-zaporojies-atomuri-eleqtrosadguri-270087367.html
ზაპოროჟიეს პრორუსული ხელისუფლება: IAEA-ს მისია სადგურს 6 სექტემბერს დატოვებს
ზაპოროჟიეს პრორუსული ხელისუფლება: IAEA-ს მისია სადგურს 6 სექტემბერს დატოვებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 6 სექტემბერს დასრულდება... 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T12:10+0400
2022-09-05T12:10+0400
2023-07-20T15:46+0400
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270035579_0:213:1600:1113_1920x0_80_0_0_5fc9551c005a58f8f93a90fd626ab7a1.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 6 სექტემბერს დასრულდება, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა.მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა სადგურზე სააგენტოს წარმომადგენლები.ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე „სიტუაციის ობიექტური და დაბალანსებული შეფასებითაა დაინტერესებული“.IAEA-ს მისია სააგენტოს დირექტორ რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით გასულ კვირაში ეწვია ატომურ ელექტროსადგურს. გროსის თქმით, სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის შედეგების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 6 სექტემბერს აცნობებს.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. რუსი სამხედროები მას მარტიდან აკონტროლებენ. უკრაინული „ენერგოატომის“ განცხადებით, სადგურზე უკრაინული კომპანიის პერსონალი მუშაობს, თუმცა „ყველაფერი სამხედროებთან თანხმდება“, რომლებსაც კონსულტაციებს „როსატომის“ წარმომადგენლები უწევენ. აგვისტოს დასაწყისიდან სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად იცხრილება. რუსული და უკრაინული მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270035579_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_92ddd9f2592248dad0597e2cb2b54e0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 6 სექტემბერს დასრულდება, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგოვმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა სადგურზე სააგენტოს წარმომადგენლები.
„დელეგაცია 5 სექტემბერს ჯერ ისევ მუშაობს, რის შემდეგაც მისია დასრულდება და 6 სექტემბერს წავლენ. <...> დარჩებიან თუ არა IAEA-ს წარმომადგენლები ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია“, − თქვა როგოვმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსული მხარე „სიტუაციის ობიექტური და დაბალანსებული შეფასებითაა დაინტერესებული“.
IAEA-ს მისია სააგენტოს დირექტორ რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით გასულ კვირაში ეწვია ატომურ ელექტროსადგურს. გროსის თქმით, სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ვიზიტის შედეგების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 6 სექტემბერს აცნობებს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. რუსი სამხედროები მას მარტიდან აკონტროლებენ. უკრაინული „ენერგოატომის“ განცხადებით, სადგურზე უკრაინული კომპანიის პერსონალი მუშაობს, თუმცა „ყველაფერი სამხედროებთან თანხმდება“, რომლებსაც კონსულტაციებს „როსატომის“ წარმომადგენლები უწევენ. აგვისტოს დასაწყისიდან სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად იცხრილება. რუსული და უკრაინული მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.