გურიაში ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, იუწყება სააგენტო „გურიანიუსი“.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულთა ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება, ნაწილი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - სააგენტო „გურიანიუსი“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0