Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამაჩემის გაკეთებულია და სახლში წავიღოთო...“ - რა მოეწონა ბათუმში ელის-მარია სააკაშვილს

© courtesy of Mikheil Saakashviliელის-მარია სააკაშვილი
ელის-მარია სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ალისას ბათუმში, პიაცას მოედანზე ყველაზე მეტად მუსიკალური საათი მოეწონა.

„მამაჩემის გაკეთებულია და სახლში წავიღოთო, იძახის. ისე, ეს საათი მართლა პრაღის საათის მიბაძვით გავაკეთეთ მაშინ და ჩემი მოთხოვნა იყო „ბათუმს ქათქათას“ მელოდია დაეკრა“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ელის-მარია ამერიკაში ორი წლის წინ უმეტესობისთვის მოულოდნელად გააჩინა. საზოგადოებამ მაშინ ისიც კი არ იცოდა, რომ მომღერალი შვილს ელოდებოდა. სოფო თვეების განმავლობაში შვილის სახესაც არ აჩენდა და არც მამის ვინაობას ამხელდა. გოგონას მამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოფო გასული წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა. მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0