ხანძრები თბილისის შემოგარენში: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerმეხანძრე-მაშველები
მეხანძრე-მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2022
გამოწერა
რთული სიტუაციაა წავკისში, აქ ცეცხლის ღია კერები რჩება
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იუწყებიან.
კვირას საღამოს თბილისის მახლობლად ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერ ერთვება ავიაცია.
მეხანძრეებმა ნაფეტვრებში ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოახერხეს. ადგილზე მეხანძრეების ბრიგადები კერების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩებიან.
რთული სიტუაციაა წავკისში. აქ ცეცხლის ღია კერები რჩება. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. აგრეთვე უცნობია, რამხელა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.
დაბა წავკისში ხანძრის შედეგად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წავკისის სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც წყალმომარაგება შეწყდა კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, კვესეთსა და სამადლოში.
ყველა ახალი ამბავი
0