თბილისის შემოგარენში ხანძრის რამდენიმე კერაა

© AP Photo / Noah Bergerხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2022
გამოწერა
თბილისში ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის გაღვივებას უწყობს ხელს
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისთან ახლოს, წავკისში, კაკლებში და წყნეთის მიმდებარედ ხანძარია.
ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
გარდა ამისა, ხანძარია ნაფეთვრებშიც.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი ბუჩქებს და მინდვრებს გაუჩნდა.
სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. ცეცხლი წყნეთის გზას მიუახლოვდა, გარკვეული დროის განმავლობაში გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა იყო პარალიზებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
თბილისში ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის კერებს აღვივებს.
სალიკვიდაციო სამუშაოებში „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0