https://sputnik-georgia.com/20220904/saxelmwifos-mteria-ra-ilaparaka-trampma-jo-baidenze-270071764.html
„სახელმწიფოს მტერია“ - რა ილაპარაკა ტრამპმა ჯო ბაიდენზე
„სახელმწიფოს მტერია“ - რა ილაპარაკა ტრამპმა ჯო ბაიდენზე
Sputnik საქართველო
ტრამპის თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილით და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით თავისი ნათქვამი აღარ ახსოვდა
2022-09-04T14:28+0400
2022-09-04T14:28+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269060006_0:207:3064:1932_1920x0_80_0_0_86cc5c726b740d6c0143902974f0043e.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მიტინგზე გამოსვლისას სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი" უწოდა.ეს სიტყვები იყო პასუხი ბაიდენის განცხადებაზე, რომელიც მან იმავე შტატში გააკეთა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელები მისი მოძრაობიდან America Great Again „წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს". მოგვიანებით ბაიდენმა განმარტა, რომ იგი არ მიიჩნევს „ტრამპის ყველა მხარდამჭერს ქვეყნისთვის საფრთხედ“.მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილითა და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით მას აღარ ახსოვდა რა ილაპარაკა.ამასთან, ტრამპმა ვლადიმირ ლენინის ციტირება სცადა.„მან თქვა: „ის, ვინც ითვლის ხმებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატი." როგორც ჩანს, ეს სიმართლეა", - განაცხადა ტრამპმა.ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ციტატა, რომელიც ორიგინალში ასე ჟღერდა: „სულ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორ მისცემს ხმას პარტიაში, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ვინ და როგორ დათვლის ხმებს“. ამ ციტატას ხშირად იოსებ სტალინს მიაწერენ.ტრამპი ამტკიცებს, რომ მაქინაციებმა, რომლებსაც თითქოს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეჯამებისას ჰქონდა ადგილი, მას მეორე საპრეზიდენტო ვადის გარეშე დატოვა, მაგრამ ამის დამტკიცება სასამართლოებში ვერ შეძლო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269060006_673:250:3064:2043_1920x0_80_0_0_ea6a1b00c95a89423462144021f09567.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახელმწიფო მტერი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენი
სახელმწიფო მტერი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენი
„სახელმწიფოს მტერია“ - რა ილაპარაკა ტრამპმა ჯო ბაიდენზე
14:28 04.09.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ტრამპის თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილით და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით თავისი ნათქვამი აღარ ახსოვდა
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მიტინგზე გამოსვლისას სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი" უწოდა.
ეს სიტყვები იყო პასუხი ბაიდენის განცხადებაზე, რომელიც მან იმავე შტატში გააკეთა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელები მისი მოძრაობიდან America Great Again „წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს". მოგვიანებით ბაიდენმა განმარტა, რომ იგი არ მიიჩნევს „ტრამპის ყველა მხარდამჭერს ქვეყნისთვის საფრთხედ“.
„ის სახელმწიფოს მტერია... სახელმწიფოს მტერი არის ის და ის ჯგუფი, რომელიც მას აკონტროლებს, ტრიალებს მის გარშემო: „გააკეთე ეს, ჯო, გააკეთე ის, შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ჯო”, - განაცხადა ტრამპმა თავისი მხარდამჭერების აქციაზე.
მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა სიძულვილითა და ღვარძლით იყო სავსე, მაგრამ მეორე დილით მას აღარ ახსოვდა რა ილაპარაკა.
ამასთან, ტრამპმა ვლადიმირ ლენინის ციტირება სცადა.
„მან თქვა: „ის, ვინც ითვლის ხმებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატი." როგორც ჩანს, ეს სიმართლეა", - განაცხადა ტრამპმა.
ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ციტატა, რომელიც ორიგინალში ასე ჟღერდა: „სულ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორ მისცემს ხმას პარტიაში, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ვინ და როგორ დათვლის ხმებს“. ამ ციტატას ხშირად იოსებ სტალინს მიაწერენ.
ტრამპი ამტკიცებს, რომ მაქინაციებმა, რომლებსაც თითქოს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეჯამებისას ჰქონდა ადგილი, მას მეორე საპრეზიდენტო ვადის გარეშე დატოვა, მაგრამ ამის დამტკიცება სასამართლოებში ვერ შეძლო.