ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიაში გამართულ პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს - ვიდეო

© Georgian National Olympic Committeeლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2022
გამოწერა
ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა - ლაშა ბექაურმა და ვლადიმერ ახალკაცმა - საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ტატამზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მისი მეტოქე ავსტრიის ნაკრების წევრი შამილ ბორჩაშვილი იყო.
ლადო ახალკაცმა (81 კგ) კი ფინალში ფრანგი ნიკოლას ჩილარდი დაამარცხა.
ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) მოიპოვა.
ავსტრიაში გამართულ ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 38 ქვეყნიდან 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. სულ მედლების 14 კომპლექტი გათამაშდა.
ყველა ახალი ამბავი
0