https://sputnik-georgia.com/20220904/musikis-saertasoriso-festivali-telavsi-seqtembersi-gaimarteba-270068510.html
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში სექტემბერში გაიმართება
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში სექტემბერში გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალის სცენაზე ცნობილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები წარდგებიან
2022-09-04T12:20+0400
2022-09-04T12:20+0400
2022-09-04T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269756865_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_180d222471ea741c9b776d1539ea30bb.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია საკულტო ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, თელავში 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. იუწყებიან ორგანიზატორები.მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი (ვიეტნამი), ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი (აშშ), ტიმოთი ჩოი (აშშ, კანადა) და ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჩელისტები ალექსანდრ რუდინი (რუსეთი), ალექსეი შადრინი (უკრაინა) და ალექსანდრ რამი (რუსეთი).სცენაზე წარდგება საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი - ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები. სემინარებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.ფესტივალის წარმდგენია კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია სალაროებსა და ონლაინ.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269756865_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_db517c20efe05c860356b863de7f2ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავი სექტემბერი ელისო ვირსალაძე
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავი სექტემბერი ელისო ვირსალაძე
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში სექტემბერში გაიმართება
ფესტივალის სცენაზე ცნობილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები წარდგებიან
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია საკულტო ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, თელავში 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. იუწყებიან ორგანიზატორები.
მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი (ვიეტნამი), ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი (აშშ), ტიმოთი ჩოი (აშშ, კანადა) და ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჩელისტები ალექსანდრ რუდინი (რუსეთი), ალექსეი შადრინი (უკრაინა) და ალექსანდრ რამი (რუსეთი).
სცენაზე წარდგება საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი - ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები. სემინარებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
ფესტივალის წარმდგენია კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია სალაროებსა და ონლაინ.