მესტიაში, მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

© Emergency Management Serviceხანძარი სვანეთში
ხანძარი სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2022
გამოწერა
საქართველოში ხანძრებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ებრძვიან.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება „პირველი არხი“.
ამ დროისთვის შეიმჩნევა დაკვამლიანება და მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, დილიდან ვერტმფრენი იყო ჩართული.
ზემო სვანეთში ცეცხლი მიუვალ ადგილზე გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ხანძრის სავარაუდოდ მიზეზი ხეებზე მეხის დაცემა გახდა.
საქართველოში ხანძრებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და მოხალისეები მონაწილეობენ.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0