https://sputnik-georgia.com/20220904/kvaracxeliam-napolis-semadgenlobasi-meotxe-goli-gaitana-270065275.html
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეოთხე გოლი გაიტანა
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეოთხე გოლი გაიტანა
Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელმა ჯგუფში „ნაპოლის“ გალიდერებაში მაქსიმალური წვლილი შეიტანა
2022-09-04T09:30+0400
2022-09-04T09:30+0400
2022-09-04T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269679136_94:228:987:731_1920x0_80_0_0_e48bd7f268894e1a6d8b589819beb64e.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია А-ს მეხუთე ტურში „ლაციოს“ გაუტანა და თავის კლუბს გამარჯვება მოუტანა - 1:2.ეს ქართველი ფეხბურთელის უკვე მეოთხე გოლია „ნაპოლის“ შემადგენლობაში. ხვიჩამ „ლაციოს“ კარი 61-ე წუთზე ზამბო ანგისას პასის შემდეგ აიღო და გუნდი დააწინაურა. ეს გოლი შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი აღმოჩნდა. 68-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი ჯაკომო რასპრადორიმ შეცვალა. მატჩი „ნაპოლის“ მოგებით დასრულდა – 1:2 და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით სერია А-ში გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს „მილანს“, მაგრამ „ნაპოლი“ დამატებითი მაჩვენებლებით პირველია.ქართველი თავდამსხმელი კი 5 მატჩში 4 გოლით და 1 საგოლე გადაცემით კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს.„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩას დებიუტი, პირველი გოლი და საგოლე პასი 15 აგვისტოს „ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. შედეგად „ნაპოლიმ“ სერია А-ს პირველ ტურში ანგარიშით 5:2 მოიგო. კიდევ ორი გოლი „მონცას“ კარში 21 აგვისტოს შეაგდო, საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269679136_136:233:800:731_1920x0_80_0_0_f8b04f4681e8b0866c02882c5abc0a12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ მეოთხე გოლი
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ მეოთხე გოლი
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეოთხე გოლი გაიტანა
ქართველმა ფეხბურთელმა ჯგუფში „ნაპოლის“ გალიდერებაში მაქსიმალური წვლილი შეიტანა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია А-ს მეხუთე ტურში „ლაციოს“ გაუტანა და თავის კლუბს გამარჯვება მოუტანა - 1:2.
ეს ქართველი ფეხბურთელის უკვე მეოთხე გოლია „ნაპოლის“ შემადგენლობაში. ხვიჩამ „ლაციოს“ კარი 61-ე წუთზე ზამბო ანგისას პასის შემდეგ აიღო და გუნდი დააწინაურა. ეს გოლი შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი აღმოჩნდა.
68-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი ჯაკომო რასპრადორიმ შეცვალა. მატჩი „ნაპოლის“ მოგებით დასრულდა – 1:2 და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით სერია А-ში გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს „მილანს“, მაგრამ „ნაპოლი“ დამატებითი მაჩვენებლებით პირველია.
ქართველი თავდამსხმელი კი 5 მატჩში 4 გოლით და 1 საგოლე გადაცემით კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს.
„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩას დებიუტი, პირველი გოლი და საგოლე პასი 15 აგვისტოს „ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. შედეგად „ნაპოლიმ“ სერია А-ს პირველ ტურში ანგარიშით 5:2 მოიგო. კიდევ ორი გოლი „მონცას“ კარში 21 აგვისტოს შეაგდო,
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.