https://sputnik-georgia.com/20220904/isroeiasi-pirvelad-qartveli-wyalburtelebi-evropis-cempionatis--meotxedfinalsi-gavidnen-270077281.html
ისტორიაში პირველად - ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
ისტორიაში პირველად - ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
2022-09-04T22:38+0400
2022-09-04T22:38+0400
2022-09-05T11:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/79/247567980_0:74:2395:1421_1920x0_80_0_0_c61615a37bcdff9c00e88c7a6860ffe3.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ტურნირი ხორვატიაში იმართება.შეხვედრის პირველმა მეოთხედმა ნიდერლანდების ნაკრების მცირე უპირატესობით წარიმართა - 3:2.გადამწყვეტი გახდა მეორე მეოთხედი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 5:1 მოიგო და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ჰოლანდიელები გააქტიურდნენ და სხვაობის შემცირებას შეეცადნენ, მაგრამ ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი დააფიქსირა - 2:2 (9:6).მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 12:8.მეოთხედფინალში საქართველო ტურნირის მასპინძელს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.ჩემპიონატის მეოთხედფინალები გაიმართება 6 სექტემბერს, ფინალები - 8 სექტემბერს, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი - 10 სექტემბერს.საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე უნგრეთში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/79/247567980_0:0:1895:1421_1920x0_80_0_0_a84fb5e564605b0c785e48d0292ea00c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო წყალბურთი ნაკრები ევროპა ჩემპიონატი მეოთხედფინალი
საქართველო წყალბურთი ნაკრები ევროპა ჩემპიონატი მეოთხედფინალი
ისტორიაში პირველად - ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
22:38 04.09.2022 (განახლებულია: 11:17 05.09.2022) საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ტურნირი ხორვატიაში იმართება.
შეხვედრის პირველმა მეოთხედმა ნიდერლანდების ნაკრების მცირე უპირატესობით წარიმართა - 3:2.
გადამწყვეტი გახდა მეორე მეოთხედი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 5:1 მოიგო და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ჰოლანდიელები გააქტიურდნენ და სხვაობის შემცირებას შეეცადნენ, მაგრამ ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი დააფიქსირა - 2:2 (9:6).
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 12:8.
მეოთხედფინალში საქართველო ტურნირის მასპინძელს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონატის მეოთხედფინალები გაიმართება 6 სექტემბერს, ფინალები - 8 სექტემბერს, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი - 10 სექტემბერს.
საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე უნგრეთში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდა.